top of page

სიახლეები

Search

ღონისძიება კაზრეთის 60+ ცენტრში

2022 წლის 7 ოქტომბერი კაზრეთის 60+ ცენტრში დილიდან ხალხმრავლობა და მზადება იყო. ცენტრი 6 წლის გახდა. ცენტრის თანამშრომლებმა ეს დღე ნამდვილ ზეიმად აქციეს. ჩვენი მშვენიერი ქალბატონები კაზრეთის სტილისტებმა უსასყიდლოთ კიდევ უფრო გაალამაზეს. გვერდიდან რომ შეგეხედათ, ვერასოდეს ვერ იტყოდით, რომ აქ პენსიონერები იკრიბებიან. ასეთი ხალისი და მხიარულება სუფევდა. რაც მთავარია, ცენტრის ბენეფიციარებს ცხოვრება უხარიათ და ყველა პრობლემის მიუხედავად სიცოცხლე სწყურიათ.

როგორც ყოველთვის, ცენტრის უმშვენიერესი ქალბატონის, ანა კოხის, ნამუშევრების გამოფენაც ვიხილეთ, ულამაზესი და ორიგინალური დიზაინით შექმნილი ნივთებით. შემდეგ რესტორანში გადავინაცვლეთ - და აქ ნამდვილი სასწაული ვიხილეთ - ეს იყო ნამდვილი ზეიმი - ცეკვებით, ლექსებით, სიმღერებით და სადღეგრძელოებით. ძალიან სასიამოვნო იყო უმცროსი თაობის მიერ მომზადებული სიურპრიზი - ცეკვები და სიმღერები, რომლებსაც ხანდაზმულებიც აჰყვნენ. თაობათაშორის ურთერთობა და გამოცდილებების გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აფართოვებს ხანდაზმულთა შესაძლებლობას - ჩვენ ვგეგმავთ ვასწავლოთ ხანდაზმულებს ახალი ტექნოლოგიების უნარ-ჩვევები, და ამას ყველაზე უკეთსად ზუსტად ახალგაზრდები გააკეთბენ.

როგორც ყოველთვის, ქალბატონები უფრო აქტიურები იყვნენ, თუმცა ბოლოსკენ მამაკაცებიც წამოდგნენ.

ქალბატონებმა პოდიუმიც კი მოაწყეს, რაც ულამაზეს სანახაობად იქცა.

კაზრეთის ცენტრში ძალიან ბევრი უნიჭიერესი ადამიანი დადის - მათ ყველაფერი ეხერხებათ - სიმღერაც, ცეკვაც, ლექსების წერა. ისეთ საოცრად თბილ ლექსებს კითხულობდნენ, რომ თვალზე ცრემლი მოგვადგა.

ეს ზეიმი ასეთი ლამაზი ვერ იქნებოდა, რომ არა ჩვენი ავსტრიელი კოლეგის და დონორის, ქ-ნი ნიკოლ ბაიერის, გულისხმიერება და ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ცენტრის არაჩვეულებრივი თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომა და სიყვარული.


ღონისძიება ჩატარდა პროექტი „კონაკა“-ს ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭრს ავსტრიის განვითარების სააგენტო, ჰილფსწერკ ინტერნეშნლ პარტნიორობით.




Комментарии


bottom of page