top of page

სიახლეები

ქსელის “მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები”-ს წევრთა სამუშაო შეხვედრა

  • Mar 16
  • 1 min read

✅იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”-მ 2026 წლის 10-12 მარტს, ბორჯომში, სასტუმრო “Crown Plaza”-ში ჩაატარა ქსელის “მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები”-ს წევრთა სამუშაო შეხვედრა, სადაც ქსელის წევრებმა ჩამოაყალიბეს ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც მათ დასახლებებს და თემებს აწუხებთ და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს, რაც ქსელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს.


✅შეხვედრა იყო დისკუსიისთვის და რეფლექსიისთვის იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალი ლიდერები. შეხვედრის შედეგად მონაწილეებმა ერთობლივად შეიმუშავეს პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია ქალთა კეთილდღეობის მხარდასაჭერად და ქალთა მონაწილეობის გასაძლიერებლად.


✅რეკომენდაციები მომზადდა რეზოლუცია 1325 ახალ სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებლად


✅არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, 2025 წლის 1 მაისიდან 2026 წლის 26 მარტამდე ახორციელებს პროექტს: “ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის. პროქტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი პრიორიტეტია დევნილი და იძულებით გადაადგილებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებაა.





 
 
 

Comments


bottom of page