top of page

სიახლეები

Search

ფორუმ თეატრის სერია

2022 წლის ნოემბერში პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ ჩატარდა ფორუმ თეატრის რამდენიმე წარმოდგენა ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: გენდერული უთანასწორობა და სტერეოტიპები, თანაბარი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, იძულება და ნაადრევი ქორწინება.

24 ნოემბერს ფორუმ თეატრი ჩატარდა კაზრეთის 1 საჯარო სკოლაში, 25 ნოემბერს - იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში, 29 ნოემბერს კი გორში, ასოციაცია „თანხმობა“-ს ოფისში.


ფორუმ თეატრი ასევე ეხმიანებოდა 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.


პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.




Comments


bottom of page