top of page

სიახლეები

Search

ტრენინგი თემაზე “ადამიანის უფლებები”

 არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ქალთა ფონდი „სოხუმი“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, 2021 წლის იანვრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით ახორციელებს პროექტს: „დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

მორიგი ტრენინგების ციკლი თემაზე: “ადამიანის უფლებები” ჩატარდა 21 სექტემბერს ზუგდიდში, 6 სექტემბერს გორში და 7 სექტემბერს თბილისში. ტრენინგებს ესწრებოდა 65 ქალი. ტრენინგები მოიცავდა მსჯელობას ისეთ საკითხებზე , როგორიცაა უფლებები და პასუსიხმგებლობები, სამოქალაქო აქტივიზმი და მათი როლი დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. შეხვედრებზე ასევე ყუირადღება გამხვილდა მონაწილეობით პროცესების მნიშვნელობაზე, როგორც ცვლილებების მომტან პროცესებზე. ტრენინგს უძღვებოდა ნანა გოგოხია.

 

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდი.




Comments


bottom of page