top of page

სიახლეები

Search

ტრენინგი თემაზე „ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგი - გენდერულად სენსიტიური მონიტორინგის ინსტრუმენტი”

 არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ქალთა ფონდი „სოხუმი“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, 2021 წლის იანვრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით ახორციელებს პროექტს: „დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


 მორიგი ტრენინგების ციკლი თემაზე: „ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგი - გენდერულად სენსიტიური მონიტორინგის ინსტრუმენტი” ჩატარდა 31 აგვისტოს ზუგდიდში, 5 სექტემბერს გორში და 8 სექტემბერს თბილისში. ტრენინგებს ესწრებოდა 74 ქალი. ტრენინგის ყველა თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრეებს შორის, შესაბამისად, მათი აქტიურობაც გამორჩეული იყო.


 ტრენინგს უძღვებოდნენ მარინა ფოჩხუა და იულია ხარაშვილი. ტრენინგის შედეგად ლიდერ ქალებს მიეცათ დავალება შეექმნათ უსაფრთხოების მონიტორინგის დოკუმენტი/ანგარიში, სადაც უნდა გამოიყენონ ტრენინგზე განხილული განზომილებები.


 ტრენინგი ჩატარდა პროექტის: „ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ფარგლებში. მისი პრიორიტეტებია ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის ხელშეწყობა, ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში ქალთა ორგანიზაციების, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით.

 ცესკოსთან მჭიდრო თანამშრომლობით 4 ლოკაციაში ჩატარდა არჩევნების ახალი ტექნოლოგიებით ჩატარების თემაზე ტრენინგები: მცხეთაში, გორში, ზიგდიდსა და ონში, რომლებშიც მონაწილეობდა 100-მდე საქართველოს მოქალაქე.


 პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდი.




Comentarios


bottom of page