2022 წლიდან ასოციაციამ დაიწყო რეგიონალური ტრენერთა გუნდების მომზადება. „თანხმობა“ სხვადასხვა რეგიონებში ამზადებს ტრენერთა ჯგუფებს, რომლებიც სრულად იზიარებენ ასოციაციის მიდგომებსა და პრიორიტეტებს, მუშაობენ საკუთარი თემების განვითარებაზე და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მათ ხელსეწყობაზე.
2023 წლის 11 თებერვალს ჩატარდა ადგილობრივ ტრენერთა მუშაობის მონიტორინგი. ამჟამად მონიტორინგი ჩატარდა ე.წ. „ფაიფურის დასახლებაში“. მონიტორინგი ასოციაციის სატრენინგო მიმართულების ხელმძღვანელმა, მარინა ფოჩხუამ ჩაატარა. ტრენინგს სოფო შენგელაია და დონა ბერიშვილი უძღვებოდნენ.
მონიტორინგი პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ გერმანული ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის“ მიერ არის დაფინანსებული.
Comments