სიახლეები

Search

სამობილიზაციო შეხვედრები

პროექტის "ახალგაზრდების ხმა მშიდობისთვის" ფარგლებში ჩატარდა 12 სამობილიზაციო შეხვედრა. პროექტში ჩართულია 4 მუნიციპალიტეტი: გორის მუნიციპალიტეტი - სოფელი მერეთი; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - სოფელი რიყე; წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - სოფელი მუჟავა და ბოლნისის მუნიციპალიტეტი - დაბა კაზრეთი. მობილიზაციის ნაწილში ორგანიზაციის წარმომადგენლები აქტიურად ხვდებოდნენ მუნიციპალიტეტის, სკოლის და მთლიანად თემის წარმომადგენლებს. შემდეგ კი შეხვედრები უშუალოდ ახალგაზრდებთან დაიწყო. მობილიზაციის ნაწილში მოხდა პროექტის მთავარი მიზნის, სამომავლო გეგმების და პროექტში მომუშავე ორგანიზაციების გაცნობა.


მობილიზაციის შედეგად ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ახალგაზრდები მზადყოფნას გადმოთქვავენ, რათა პროექტი აქტიურად და შედეგიანად განხორციელდეს.


პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.