სიახლეები

Search

სამართლებრივი კონსულტაციები

2022 წლის 30-31 მარტს და 2 აპრილს ასოციაცია "თანხმობა"-ს პროექტის "ერთად ჩვენი უფლებებისთვის" ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მდებარე დევნილთა ჩასახლებებში მორიგი სამართლებრივი კონსულტაციები ჩატარდა. ამ ჯერზე კონსულტაციები განხორციელდა სოფელ ახალსოფლის, ინგირის და სოფელ ოქტომბრის ტერიორიაზე განსახლებულ დევნილებთან, სადაც მოქალაქეებს გაეწიათ როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური კონსულტაციები სამართლებრივ საკითხებზე.

ძირითადი გამოწვევები კვლავ დევნილთა განსახლებას , განსახლების ადგილებზე საყოფაცხოვრებო გარემოს მოუწესრიგებლობას უკავშირდებოდა.

დევნილებს გაეცა ამომწურავი პასუხები მათ კითხვებზე. რამდენიმე მათგანს გაეწია დახმარება ოფიციალური წერილების მომზადებაში.

სამართლებრივი კონსულტაციები ასოციაცია "თანხმობა"-ს მიერ სისტემატიურად ხორციელდება, გერმანული ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის" მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

შეხვედრებს ასოციაციის იურისტი ნანა გოგოხია და ასოციაციის კოორდინატორი სამეგრელოს რეგიონში მარინა დავითაია უძღვებოდნენ.