15 ივნისს პროექტის "დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე" ფარგლებში წყალტუბოში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საკრებულოს, მერიის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის ტერიტორიული უწყების წარმომადგენლები და წყალტუბოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. შეხვედრის დროს მონაწილეებს გააცნეს დევნილთა საჭიროებების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები, შემდეგ იმსჯელეს წყალტუბოში მცხოვრები დევნილების ინფორმირებულობის გაზრდის აუცილებლობაზე, ასევე დევნილთა მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების და პროგრამების შემუშავებაზე
შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ქვეგრანტის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც Expertise France ახორციელებს.
Comments