top of page

სიახლეები

Search

საინფორმაციო შეხვედრა გორში

2023 წლის 7 ივნისს, გორში , ასოციაცია „თანხმობა“- ს ახალი პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა შედგა. შეხვედრას პროექტის სამიზნე თემების წარმომადგენელი ლიდერი ქალები ესწრებოდნენ.


პროექტი 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ პირებთან მუშაობას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს მათ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სამედიცინო დახმარებას, საარსებო წყაროს შექმნას და ცნობიერების ამაღლებას.


პროექტი 1 აპრილს დაიწყო და 10 თვე გაგრძელდება. პროექტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მას ასოციაცია " თანხმობა" , GCRT და „ინდიგო“ ახორციელებენ შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტში.




bottom of page