top of page

სიახლეები

Search

საბაზისო ტრენინგი ბათუმში

ასოციაციის მიმდინარე პროექტებს შორისაა გერმანელ კოლეგებთან ერთად - CRISP-ბერლინი სამხრეთ ასოციაციის მიმდინარე პროექტებს შორისაა გერმანელ კოლეგებთან ერთად - CRISP- ბერლინი სამხრეთ კავკასიაში ქალებზე ფოკუსირებული ქსელი - განათლება ქალთა უფლებებზე (Women Focused Networks – Women’s rights Education ) პროექტი . პროექტი რეგიონალურია და მასში მონაწილეობენ აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ქალბატონები. მისი მიზანია სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს სხვადასხვა რაიონში სოფლად მცხოვრები აქტიური ქალების განათლება და მათ სოფლებში დიალოგის წამოწყება ქალების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქალების სოციალურ, ეკონომიურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე. პროექტის გრძელვადიანი მიზანია მდგრადი, თვითმართვადი, სოფლის დონეზე ქალების ხელშემწყობი ქსელების შექმნა. საქართველოდან ჩართულია შიდა და ქვემო ქართლის ქალბატონები.

პროექტი ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ქალებს შორის თანამშრომლობას ადგილობრივ და რეგიონალურ დონეებზე. ქალები სოფლებიდან ქმნიან გუნდებს იმ ქალებთან ერთად, რომლებიც მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოებაში და/ან რაიონულ ადმინისტრაციებში.

2020 წლის 21-26 აგვისტოს ბათუმში ჩატარდა საბაზისო ტრენინგი მონაწილეებისათვის ქალთა უფლებების სხვადასხვა ასპექტებზე. მონაწილეები იყვნენ შავშვებისა და გარდაბნის ლიდერი ქალბატონები და გორის საკრებულოსა და ერედვის მუნიცილიტეტის თანამშრომლები




Comments


bottom of page