სიახლეები

Search

პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრენინგების სერია სხვადასხვა თემებზე

იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრენინგების სერია ისეთ თემებზე, როგორიც არის: ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიუჯეტის განხილვა, რეზოლუცია 1325 „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“, ლიდერობა, ადვოკატირება, და ა.შ. ტრენინგების მიზანია ქალების ახალი ქსელის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მათ გააქტიურებას და თანამშრომლობას ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორთან.

მიმდინარე წლის 24 და 25 ივნისს პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა ტრენინგი თვითმმართველობის შესახებ, რომელიც ასოციაციის ერთ-ერთმა ტრენერმა - ნანა გოგოხიამ ჩაატარა.