სიახლეები

Search

პრობლემის მოგვარება სოფელ მუჟავაში

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში (გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ დაფინანსებით) მუჟავას თემის მოთხოვნით სკოლის სტადიონთან მაღალი ღობე გააკეთა. სტადიონთან მთის მდინარე გადის და ამის გამო, როდესაც თამაშის დროს ბავშვებს ბურთი მდინარეში უვარდებოდათ, წყალში ჩადიოდნენ, რაც მათ საფრთხეს უქმნიდა. არაერთხელ ბავშვებმა დაზიანებები მიიღეს. ახლა პრობლემა გადაჭრილია და ბავშვები უსაფრთხოდ თამაშობენ.

პროექტი „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ხორციელდება გერმანული ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებს დევნილების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას. ასევე, ადამიანის უფლებების სტრატეგიაში და სხვა სახელმწიფო დოკუმენტებში აღნიშნული ჯგუფის უფლებების დაცვისა და მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესის მონიტორინგს, ასევე ეროვნული სამოქმედო გეგმის „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ განხორციელების მხარდაჭერას.