top of page

სიახლეები

Search

პირველი ქსელური საუშაო შეხვედრა

2022 წლის 14-15 ნოემბერს, ქუთაისში პროექტის , “ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის” ფარგლებში, პირველი ქსელური საუშაო შეხვედრა გაიმართა .

კოალიციური პროექტის ფარგლებში, სამმა ორგანიზაციამ- იგპ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”, ქალთა ფონდი “სოხუმი” და ქალთა საინფორმაციო ცენტრი, - სხვადასხვა რეგიონიდან კონფლიქტით დაზარალებული და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ქალები - სამოქალაქო აქტივისტები შეკრიბა და გაეროს რეზოლუციების „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ განხორციელების მეოთხე სამოქმედო გეგმა გააცნო.


შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სამშვიდობო პროცესებში ქალების ჩართულობის აუცილებლობას, განიხილეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაწყვეტის შესაძლებლობი. ქალებმა ისაუბრეს იმ ბარიერებზე, რომლებიც აფერხებენ მათ შინაარსიან მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, დაასახელეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში არსებული ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. ხაზი გაესვა თაობათა შორისი დიალოგის აუცილებლობაზე, ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების საჭიროებებზე.


ქალებმა ინფორმაცია მიიღეს ქსელებისა და კოალიციების ფუნქციონირების მნიშვნელობასა და მიზნების შესახებ, დაიწყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეფექტიანი და მდგრადი ქალთა ქსელი. შეხვედრის ბოლოს ქალებმა იმუშავეს და წარადგინეს მომდევნო სამი თვის სამუშაო გეგმა, სადაც ხაზი გაუსვეს ქალთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაძლიერებას, ახალგაზრდების აქტივიზაციის მნიშვნელობას, არსებული პრობლემების ადვოკატირებას მუნიციპალიტეტების დონეზე.

შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს გააგრძელონ თანამშრომლობა როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე პირისპირ.


პროექტი დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ.




Comments


bottom of page