მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები
- Feb 14
- 1 min read
➢ 2026 წლის 14 თებერვალს თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართა ქალთა ქსელის „მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდები“ მორიგი სამუშაო შეხვედრა.
➢ შეხვედრის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. აღნიშნული პლატფორმა მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებას, მათი ჩართულობის ხელშეწყობას მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში საქართველოში.
➢ შეხვედრას ესწრებოდნენ ქსელის წევრები საქართველოს 17 მუნიციპალიტეტიდან, აგრეთვე პროექტში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი.
➢ შეხვედრის ძირითადი მიზნები იყო:
• ქსელის დებულების წარდგენა და მისი განხილვა მონაწილეებთან ერთად;
• ქსელის მართვის სტრუქტურის წარდგენა და დამტკიცება;
• სამუშაო ჯგუფების მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, სამოქმედო გეგმის დასახვა უახლოესი 6 თვისთვის;
• ქსელის საერთო სამუშაო გეგმის შემუშავება სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებული წინადადებების საფუძველზე.
➢ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, 2025 წლის 1 მაისიდან 2026 წლის 26 მარტამდე ახორციელებს პროექტს: “ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის”. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი პრიორიტეტია დევნილი და იძულებით გადაადგილებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება.
























Comments