სიახლეები

Search

მობილური სამედიცინო ჯგუფის ვიზიტები შიდა ქართლის რეგიონში






იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ პროექტის „დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების მედეგობის გაზრდა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისადმი“ ფარგლებში აგრძელებს მობილური სამედიცინო ჯგუფის ვიზიტებს შიდა ქართლის რეგიონში.

ბოლო ვიზიტი განხორციედა გორის რაიონის ორ დასახლებაში - „ვოლოგდასა“ და შავშვებში. მოსახლეობას ჩაუტარდა სამედიცინო კონსულტაციები და ასევე დაურიგდა საჭირო მედიკამენტები.

პროექტი „დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების მედეგობის გაზრდა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისადმი“დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოსთვის მიერ. პროექტი საქართველოს 5 რეგიონში მუშაობს და ეხმარება კონფლიქტით დაზარალებულ და დევნილთა თემებს მედეგობის მექანიზმების შემუშავებაში ქალთა ჩართულობის და ლიდერობის მეშვეობით. პროექტს ახორციელებს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ „მეწარმე ქალთა“ ფონდის, „დავიწყოთ ახლა“ და ფონდი „აფხაზეთის“ პარტნიორობით.



  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"