ლიდერ ქალთა შეხვედრა გენდერული საბჭოს თავმჯდომარესთან და გენდერული საბჭოს წევრთან
- Admin
- Jun 29, 2022
- 1 min read
17 ივნისს, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა ლიდერ ქალთა შეხვედრა გენდერული საბჭოს თავმჯდომარესთან - ნინო წილოსანთან და გენდერული საბჭოს წევრთან - თეონა აქუბარდიასთან. ამჯერად, მათ შავშვებში ადგილობრივმა ლიდერმ,ა გალინა ქელეხსაევამ, დასახლების საბავშვო ბაღი და სხვა დაწესებულებები დაათვალიერებინა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ასოციაცია „თანხმობასთან“ მუშაობის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე.
Comments