top of page

სიახლეები

Search

კონფერენცია

• 2023 წლის 29 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო თბილისი რუმსში, გაიმართა ღონისძიება: „ადვოკატირების გაფართოებული შეხვედრა იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარებისთვის“. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის სხვა წევრ ორგანიზაციებთან: ქალთა საინფორმაციო ცენტრსა და ქალთა ფონდი „სოხუმთან“ ერთად. პროექტი ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდი

• ღონისძიების მიზანი იყო სხვადასხვა პასუხისმგებელი უწყების შეკრება ადვოკატირების შეხვედრაზე, თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და შესაბამისი რეაგირების ხელშეწყობისთვის, რათა გაუმჯობესდეს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2020-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის აღსრულება.

• პროექტის ფარგლებში, 2023 წელს, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციამ მოამზადა კვლევა „საქართველოში გამყოფი ხაზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების შეფასება - ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზთან და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა და მისი გენდერული განზომილებები“. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა და კონფლიქტით დაზარალებულმა ქალებმა მონაწილეობა მიიღეს კვლევაში და მოახდინეს საკუთარ თემებში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება 17 მუნიციპალიტეტში: მცხეთის, დუშეთის, ქარელის, გორის, კასპის, ხაშურის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, წყალტუბოს, ქუთაისის, ხონის, საჩხერის, ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის, მესტიისა და ონის , ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა განსახლება და ინფრასტრუქტურა, სერვისებზე წვდომა, სოფლის მეურნეობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ადამიანის უსაფრთხოება, გენდერული ნიშნით ძალადობა და ა.შ.

• ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან გადაწყვეტილების მიმღები პირები; დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო/ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ იძულებით გადაადგილებულთა და კონფლიქტით დაზარალებული თემების საკითხებზე.

• იძულებით გადაადგილებულმა და კონფლიქტით დაზარალებულმა ქალებმა - თემის ლიდერებმა - თავად წარმოადგინეს კონკრეტული გამოწვევები. დისკუსიები გაიმართა სამი ძირითადი მიმართულებით: 1) ინფრასტრუქტურა, 2) სერვისებზე ხელმისაწვდომობა, 3) ადამიანის უსაფრთხოება და კრიზისების მართვა.





תגובות


bottom of page