top of page

სიახლეები

Search

ექსკურსია თბილისში

პროექტ "ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" ფარგლებში დაბა კაზრეთის ახალგაზრდების ინიციატივით თბილისში განხორციელდა ექსკურსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქვემო ბოლნისისა და დაბა კაზრეთის ახალგაზრდებმა. ინიციატივის მიზანია ბარიერის გაქრობა ამ ეთნიკურად მრავალფეროვან დასახლებებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, რათა მათ უკეთესად შეძლონ სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, კულტურული მრავალფეროვნების შეცნობა და ჯანსაღი ურთიერთობების შექმნა.


ექსკურსიის ფარგლებში ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ეროვნული მუზეუმი, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი, ძველი თბილისი, ჯუმა მეჩეთი და ნარიყალა. პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.




Comments


bottom of page