სიახლეები

Search

დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების და გოგოების საჭიროებებზე რეაგირება

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციამ ”თანხმობა”, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, უკვე განახორციელა მრავალი პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავდნენ დევნილი და კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები და დაზარალებული ქალების მხარდაჭერას. 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში ასოციაციამ ბრიტანული UK government’s Conflict Stability and Security Fund-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების და გოგოების საჭიროებებზე რეაგირება COVID-19 პანდემიის პირობებში“ განახორციელა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად. იგი 2019 წელს განხორციელებულ პროექტს ეფუძნება, როდესაც შეფასდა ბენეფიციარების საჭიროებები, შეიქმნა აქტივისტ ქალთა არაფორმალური ქსელი პირადი კონტაქტების, შეხვედრებისა და სოციალური ფორუმების საშუალებით.

პროექტში მონაწილეობდა გამყოფი ზოლის 116 სოფლის კონფლიქტით დაზარალებული ქალი და გოგონა ზუგდიდის, წალენჯიხის, ონის, ზესტაფონის, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან - სულ 10 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. მიმდინარე პროექტის მიზანი იყო ქალთა და გოგონათა ცნობიერების ამაღლება, დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა და მზადყოფნა COVID-19– ს პანდემიის მიმართ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ქალთა მდგრადი ქსელის შექმნა იყო. კოვიდ-19 პანდემიის პირობებში ონლაინ ტექნოლოგიებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და საინფორმაციო სივრცეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ახალი უნარ-ჩვევები ეხმარება ლიდერ ქალებს საქართველოს რეალობაში დაიცვან კიბერუსაფრთხოება, არ გახდნენ სოციალურ ქსელებში გავრცელებული კიბერძალადობის და სხვადასხვა ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი. პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია - ქალთა მიერ დასახელებული პრიორიტეტების ადვოკატირება ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ასევე ახალი პრაქტიკების და მიდგომების გაზიარება ქსელში.

ქსელის წევრებისთვის ჩატარდა 10 სატრენინგო დღე საქრთველოს 10-ვე მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებისთვის ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, გარდა ამისა მათ მიიღეს მონაწილეობა ონლაინ ტრენინგებში კოვიდის პრევენციაზე, ადვოკატირების უნარ-ჩვევებზე, მიიღეს ინფორმაცია და იმსჯელეს რეზოლუცია 1325, ეროვნული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე და ადგილობრივი ხელისუფლების მანდატზე და ვალდებულებებზე.

ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა იყო ქალთა წვდომა ინტერნეთთან და მოწყობილობებთან. პროექტის შედეგად ქსელის ყველა წევრი უზრუნველყოფილ იყო ასოციაციის მაგთის კორპორაციული ქსელის ნომრებით და ყოველთვიური 15 გეგაბაიტი ინტერნეტით 6 თვის განმავლობაში, 50 ქალბატონს პროექტმა შეუძინა სმარტფონები (50 Xiaomi Redmi 9), სადაც ჩატვირთულია ყველა აუცილებელი პროგრამა, რაც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას, სოციალურ ქსელებში აქტიურობას და ონლაინ შეხვედრებში მონაწილეობას.

პროექტი დასრულდა, მაგრამ აქტიური მუშაობა ქალთა გაძლიერებასა და ჩართულობაზე გაგრძელდება.




  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"