top of page

სიახლეები

Search

დასკვნითი კონფერენცია

30 სექტემბერს პროექტის „სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების ზრდა მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მიზნით“ დახურვის ონლაინ ღონისძიება გაიმართა.

კონფერენცია გაიმართა პროგრამის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ (EPIC) მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) სახელით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ღონისძიების მიზანი იყო პროექტის შედეგებისა და მიღწევების წარდგენა, ასევე შემუშავებული სასწავლო პრაქტიკისა და კვლევების შემაჯამებელი დოკუმენტების პრეზენტაცია.

კონფერენციას იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს იურისტი ქ-ნი ნანა გოგოხია მოხსენებით გამოვიდა. მოხსენება მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას ეხებოდა.





Comments


bottom of page