სიახლეები

Search

გორის ხანდაზმულთა ცენტრი

ოქტომბრის თვის მანძილზეც გეგმისამებრ განხორციელდა ქ.გორის ხანდაზმულთა დღის ცენტრის თანამშრომლების ვიზიტები ბინებზე ბენეფიციარებთან უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვის გათვალისწინებით .პროექტის ყველა თანამშრომელი აქტიურად იყო ჩართული მათზე დაკისრებულ საქმიანობაში მთელი თვის განმავლობაში .ხანდაზმულებისათვის მოხდა მედიკამენტების და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. (პროდუქტების მიტანა, მედიკამენტების დარიგება,ექიმის კონსულტაციის ორგანიზება, პენსიებისა და დევნილთა ფულადი შემწეობის მიტანა ბინაზე, პრესის მიტანა და ა.შ.).


დღის ცენტრის ხელმძღვანელმა და პროექტის ექთანმა ქ-მა რუსუდან ჯაფარიძემ,ფსიქოლოგმა ბ-მა კონსტანტინე პოზოვმა ,სოციალურმა მუშაკმა ქ-მა ულიანა პეტროვამ ამ თვეში განახორციელეს 6 ვიზიტი ბინაზე ხანდაზმულებთან. ერთობლივი მუშაობით ხანდაზმულებში შენარჩუნებულია ამაღლებული გუნება-განწყობა.ხანდაზმულები მოუთმენლად ელოდებიან ჯგუფურ შეხვედრებს ცენტრში.ამჟამად, დღის ცენტრის ბენეფიციართა რაოდება 52 შეადგენს (აქედან 3 მამაკაცია 49 კი ქალბატონი).





  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"