top of page

სიახლეები

Search

გახსნითი ღონისძიებები

ივლისის თვეში დაბაკაზრეთში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი), მუჟავაში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტში), მერეთში (გორის მუნიციპალიტეტი) და რიყეში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გაიმართა პროექტის გახსნითი ღონისძიებები. ღონისძიებები შედგებოდა სპორტულ-საგანმანათლებლო, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობებისგან. დაბა კაზრეტში ღონისძიებებში დღის ცენტრის ხანდაზმულები აქტიურად ჩაერთნენ.

ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში კოორდინატორებთან ერთად მონაწილეობდნენ პროექტში ჩართული 14-დან 29-წლამდე ახალგაზრდები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქალა ასოციაცია "თანხმობა"-ს თავმჯდომარე, "ქეა" კავკასიას დირექტორი და პროექტში ჩართული სხვა პირები, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები, მათ შორის,ქალაქის მერი, მერის მოადგილე, ახალგაზრდული და კულტურული მიმართულების ხელმძღვანელები და სხვა. ასევე, კულტურის სახლის და რესურს-ცენტრის წარმომადგენლები.

ოთხივე მუნიციპალიტეტში ღონისძიება წარმატებით ჩატარდა, ახალგაზრდების მონაწილეობით დაგეგმილმა ინიციატივებმა, მოსახლეობის გააქტიურება გამოიწვია.


პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.




Comments


bottom of page