top of page

სიახლეები

Search

ბანაკი ბაკურიანში

ამა წლის 4-6 აგვისტოს ბაკურიანში თაობათაშორისი მიმოცვლის კომპონენტში ჩართული ახალგაზრდებისათვის გაიმართა ტრენინგი. აღნიშნული სამი დღის მანძილზე, ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში.


მათ ისაუბრებს მიღწეული შედეგების და წარმატებული მაგალითების შესახებ, ამავდროულად შეეხნენ მუშაობის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და განიხილეს მათთან გამკლავების გზები; ის დეტალები, რაც დამაბრკოლებელი ან ემოციური იყო მათთვის.


მონაწილე ახალგაზრდებს ასევე ჩაუტარდათ სესია ფსიქოლოგთან, რომელზეც განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა ხანდაზმულებთან მუშაობის შემდგომი ემოციური მდგომარეობა, კომუნიკაციის ტიპები, ტრავმების იდენტიფიცირება და მათთან გამკლავების გზები, სტრესის მართვა, გადაწვის პრევენცია და სხვა.


5 აგვისტოს კი, ხანდაზმულთა თემატიკაზე შედგა ფორუმ თეატრი, რომელსაც “დავიწყოთ ახლა” - ს გუნდი გაუძღვა.


საბოლოოდ, ახალგაზრდებს შორის სამდღიანი ურთიერთობის შედეგად, გაჟღერდა ახალი იდეები და დაისახა სამომავლო გეგმები!

უნდა აღინიშნოს, რომ ამ კომპონენტში ჩართული ახალგაზრდები 2023 წლის მაისიდან მუშაობენ მათთვის წინასწარ შერჩეულ ხანდაზმულ ადამიანებთან. მას შემდეგ, რაც თითოეულმა ახალგაზრდამ გაიარა მოსამზადებელი ტრენინგი, ისინი რეგულარულად სტუმრობდნენ აღნიშნულ პირებს, რათა დახმარებოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესწავლაში და ხელი შეეწყოთ მათი სოციალიზაციისათვის.


აქტივობა ჩატარდა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADA) დაფინანსებული პროექტის "Covid-19-ზე მდგრადი რეაგირება სომხეთსა და საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც სხვა პარტნიორებთან ერთად ახორციელებენ იგპ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" და Hilfswerk International-ი.




Comments


bottom of page