top of page

სიახლეები

Search

ბანაკი ბაკურიანში

ქალთა ასოციაცია "თანხმობა"-ს პროექტის, "ერთად ჩვენი უფლებებისთვის" ფარგლებში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზდებისთვის, ბაკურიანში ბანაკი ჩატარდა.

5 წარმატებული და ნაყოფიერი დღის განავლობაში მათი სახით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ პიროვნული განვითარების, ეკოლოგიისა და პრობლემის იდენტიფიცირების ტრენინგებს. მათ გააჟღერეს თემში არსებული პრობლემები, დაწერეს სამოქმედო გეგმა და დაბრუნების შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელებენ მას.

ორგანიზაციას სჯერა ახლაგაზრდების ძალის, მიზნებისა და შესაძლებლობების. ამიტომ, ჩვენთვის მათი მხარდაჭერა უპირველეს მიზნად რჩება. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ არ გავჩერდეთ და განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა შევქმნათ.



Hozzászólások


bottom of page