top of page

სიახლეები

ახალაბასთუმანში ინიციატივით დაფინანსდა სადარბაზოს გარემონტება

  • Mar 16
  • 1 min read

📌სამეგრელოს რეგიონის სოფელ ახალაბასთუმანში პროექტის “ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერების” ფარგლებში მცირე ინიციატივით დაფინანსდა სადარბაზოს გარემონტება.


📌ახალაბასთუმანში, ყოფილი ხორცკომბინატის შენობაში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ცენტრში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მრავალი ოჯახი ცხოვრობს, ჩვენი პროექტის განხორციელება საკმაოდ რთული გამოწვევებით დაიწყო. სივრცე პრაქტიკულად მიტოვებული იყო სხვადასხვა ინსტიტუციის მხრიდან, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების ორგანიზება და პროცესში ჩართვა მარტივი არ აღმოჩნდა. პროექტის დაწყებაც მნიშვნელოვნად გაჭიანურდა, რადგან სარემონტო სამუშაოების შემსრულებლების მოძიება დიდ სირთულეს წარმოადგენდა.


📌მიუხედავად ამ გამოწვევებისა, პროექტის ერთ-ერთ მთავარ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ჯგუფმა შეძლო ადგილობრივი მცხოვრებლების გააქტიურება. საბოლოოდ სწორედ მათ შორის მოიძებნა ადამიანები, რომლებმაც თავად შეასრულეს სარემონტო სამუშაოები. მოლაპარაკებებისა და დარწმუნების პროცესმა გარკვეული დრო მოითხოვა, თუმცა შედეგი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა — თემში გაჩნდა თანამშრომლობისა და ერთობლივი მოქმედების სურვილი.




 
 
 

Comments


bottom of page