თანხმობა

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია

ღირსეული სიბერე

პროექტს „ღირსეული სიბერე“ იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ ახორციელებს.

პროექტის თანააპლიკანტები გახლავთ: ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“; კავშირი „ქალთა ცენტრი“; „ბოლნისის ენის სახლი“; ასოციაცია „განთიადი“;

ფინანსურად პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ.

რატომ შევჩერდით ამ საკითხზე?

მოსახლეობის დაბერების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას სოფლად, საიდანაც ახალგაზრდების აქტიური გამოდინება მიმდინარეობს. ამ პირობებში ხანდაზმულები ტრადიციული ოჯახური დახმარების  და შესაძლოა, ადეკვატური ფინანსური სახსრების გარეშეც რჩებიან. თანამედროვე ეკონომისტები საზოგადოების განვითარების სურათს ხანდაზმულთა გაზრდით პროგნოზირებენ. ხანდაზმულთა პოტენციალის გამოყენებით საზოგადოებაში დამატებითი რესურსი ჩნდება, რაც  უკეთესი მომავლის  და ხანდაზმულთა თვითრეალიზების შესაძლებლობას იძლევა.

აღნიშნული პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაცია,რათა ყველაზე დაუცველი ხანდაზმულებისათვის მიღწეულ იქნას ღირსეული სიბერე.

პროექტის ამოცანები:

  • საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოხუცებულთა ეფექტიანი მონაწილეობის ხელშეწყობა;

  • ხანდაზმულთა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვაზე ზრუნვა;

  • ხანდაზმულთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფების შესაძლებლობების გაფართოება;

  • საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ადგილობრივი მმართველობის პოტენციალის გაძლიერება ხანდაზმულთა ზრუნვის მდგრადი მოდელის შესაქმნელად;

 

პროექტის ფარგლებში გახსნილია ხანდაზმულთა დღის ცენტრები ქ. გორში და დაბა კაზრეთში. დღეისთვის გორის ცენტრს 36 ხანდაზმული სტუმრობს, ხოლო კაზრეთის ხანდაზმულთა დღის ცენტრს 110 ბენეფიციარი. ცენტრში ორივე სქესის წარმომადგენლები დადიან. ისინი ეცნობიან პრესას, თამაშობენ სამაგიდო თამაშებს, უყურებენ ფილმებს. ცენტრში მუშაობს ექთანი და სოციალური მუშაკი. კვირაში ერთხელ კი ცენტრს იურისტი და ფსიქოლოგი სტუმრობენ.

საქართველოს თემებში ოდითგანვე იყო მოხუცებული მარტოხელა მეზობლების დახმარების ტრადიცია. დღეს კი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციისა და სოფლიდან ქალაქში მასიური მიგრაციის შედეგად,  ბევრი მიტოვებული მოხუცი დახმარებას საჭიროებს.  პროექტი „ღირსეული სიბერე“ ითვალისწინებს მოხალისეობრივი მეზობლური დახმარების განვითარებას იმათთვის, ვინც თვითონ ვერ დადის მაღაზიაში, ექიმთან, ვერ უმკლავდება სახლის საქმეს. ძირითადად, ასეთ ადამიანებს მაინც მეზობლები ეხმარებიან  და იმისათვის, რომ ეს დახმარება  უფრო ეფექტური და ნაკლებად შრომატევადი გახდეს, მეზობელი მოხალისეები უსასყიდლოდ ეუფლებიან ხანდაზმულებთან მუშაობის პრინციპებს.  შედეგად, 23 სათანადაოდ გადამზადებული ადამიანი 70 მარტოხელა/მარტოდ მცხოვრებ მოხუცს უწევს მოხალისეობრივ დახმარებას შიდა ქართლის და ქვემო ქართლის 11 სოფელში და დევნილთა დასახლებაში.

© 2017 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"

  • Facebook Social Icon