თანხმობა

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია

ერთად ჩვენი უფლებებისთვის

2016 წლის ნოემბრიდან იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ ახორციელებს პროექტს „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“, რომელიც დაფინანსებულია „პური მსოფლიოსთვის“ (bread for the world link) ორგანიზაციის მიერ.  

პროექტის მიზანი

დევნილების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა. ასევე, ადამიანის უფლებების სტრატეგიაში და სხვა სახელმწიფო დოკუმენტებში აღნიშნული ჯგუფის უფლებების დაცვისა და აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესის მონიტორინგი.

პროექტის პირდაპირი სამიზნე ჯგუფები

დევნილები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, ქალები (მიგრაციის რისკჯგუფი), სამოქალაქო აქტივისტები და სათემო დონეზე აქტიური ჯგუფები.

არაპირდაპირი ბენეფიციარები

ადგილობრივი და ცენტრალური ხელისფლება, რომელიც მუშაობს დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის (განსაკუთრებით კი ქალების) საკითხებზე.

სამიზნე ჯგუფებისთვის განკუთვნილი აქტივობების გარდა, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან; იმართება უფასო იურიდიული კონსულტაციები, ადვოკატირების კამპანიები;  ვითარდება საინფორმაციო-საკომუნიკაციო პლატფორმა.
 

© 2017 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"

  • Facebook Social Icon