თანხმობა

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია

ჩვენს შესახებ

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" 1994 წლიდან ჯგუფის სახით არსებობდა, 1996 წლის აპრილში კი ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია.

ასოციაციას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.

ასოციაციის დირექტორთა საბჭო ღებულობს გადაწყვეტილებებს სტრატეგიულ საკითხებზე.

ასოციაციასთან არსებობს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც შედგება ასოციაციაში შემავალი ქალთა ჯგუფების ლიდერი ქალებისგან.

ასოციაციას ფილიალები გააჩნია ქ. გორში (შიდა ქართლი), წყალტუბოში (იმერეთი), ზუგდიდი (სამეგრელო), ასევე საინტეგრაციო ცენტრები გარდაბანში (ქვემო ქართლი), ზემო ნიქოზში (შიდა ქართლი).

ასოციაცია იღწვის დემოკრატიული, მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობისთვის, რომელიც თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს ადგილნაცვალ ქალებს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, აგრეთვე, ხელს უწყობს იგპ და სხვა უმცირესობათა ჯგუფების განათლების, ეკონომიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალებსა და ახალგაზრდობას.

ასოციაციის მისია

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

ქალებისა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლება

მშვიდობის აღმშენებლობა

იგპ პრობლემათა ადვოკატირება

გენდერული თანასწორობის იდეის დამკვიდრება

სწორი ინფორმაციის გავრცელება

ამ ღონისძიებათა გატარებით კი - დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესება

ასოციაცია ატარებდა და მხარს უჭერდა სოციალურ, ფსიქოსოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ სოციალურ გამოკვლევებსა და დევნილთა, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვას.

წლების მანძილზე ასოციაცია ჩართული იყო შემდეგ საერთაშორისო და ეროვნულ ქსელებში: სამხრეთ კავკასიის ქალთა ქსელი "ვმუშაობთ ერთად კავკასიაში", ლტოლვილთა და დევნილთა საკითხებით დაინტერესებულ ორგანიზაციათა ქსელი CRINGO (დანიის ლტოლვილთა საბჭოს მხარდაჭერით), ქალთა ორგანიზაციების ქსელი "ქალები მშვიდობისათვის" და რეგიონალური კოალიცია "ქალთა ერთიანობა მშვიდობისათვის" (UNIFEM-ის მხარდაჭერით), "სინერგია", თანამშრომლობდა, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის კომიტეტებთან სამხრეთ კავკასიაში.

ფილიალები

გორი

სუხიშვილის ქ.??

(ტურისტული ბაზა "ავტოკემპინგი")

ხელმძღვანელი: ღვთისო ლობჟანიძე

წყალტუბო

სუხიშვილის ქ.??

(ტურისტული ბაზა "ავტოკემპინგი")

ხელმძღვანელი: ღვთისო ლობჟანიძე

ზუგდიდი

სუხიშვილის ქ.??

(ტურისტული ბაზა "ავტოკემპინგი")

ხელმძღვანელი: ღვთისო ლობჟანიძე

ასოციაციის თავმჯდომარე

იულია ხარაშვილი

ასოციაციის თავმჯდომარე დაარსების დღიდან, 1994 წლიდან. იულია ხარაშვილი სერტიფიცირებული ტრენერია, ხელმძღვანელობს ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებს, აწყობს სამშვიდობო ბანაკებსა და ახალგაზრდა მოხალისეთა დიალოგებს მშვიდობისათვის.

© 2017 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"

  • Facebook Social Icon