სიახლეები

იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს განცხადება სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

22.08.2019

იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ აღშფოთებას გამოთქვამს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ასოციაცია  არაერთი წელიწადია მუშაობს და სხვადასხვა ფორმით ცდილობს დაეხმაროს ამ სოფლის მოსახლეობას, რომლებიც ბოლო დღეებში მომხდარ ფაქტებამდეც უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობდნენ.

ასოციაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დაცული იყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც ამჟამად ცხოვრობს გამყოფ ხაზთან. 

ასოციაცია გმობს ბორდერიზაციის ფაქტს. ამ მძიმე წუთებში აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოება  დროულად და ამომწურავად იყოს ინფორმირებული გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე და იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმასაც აპირებს ხელისუფლება ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების ადამიანური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ასოციაციის პროექტის ფარგლებში   გორის მუნიციპალიტეტში შექმნილი რეზოლუცია 1325-ის  ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფი, რომელმაც საგანგებო შეხვედრაზე  განიხილა ქალებისა და გოგონების ადამიანის უფლებების შექმნილი პრობლემები, მხარი დაუჭირა ასოციაციის განცხადებას.

 

 

 

 

 

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2019 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"