სიახლეები

მიკრო პროექტის  პროგრამა

12.11.2018

მიკრო პროექტების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ: განაცხადების განაცხადების მიღება დასრულებულია!

 

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ აცხადებს განაცხადების მიღებას პროექტის “ერთად ჩვენი უფლებებისათვის“ ფარგლებში მიკრო პროექტის  პროგრამაში მონაწილეობისათვის.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ახალგაზრდებსა (35 წლამდე) და ქალებს.

 

პრიორიტეტი მიენიჭება ჯგუფურ პროექტებს, რომლებიც მიმართული იქნებიან თემის განვითარებასა და კეთილდღეობის შექმნაზე/გაზრდაზე.

 

მიკროპროექტის ბიუჯეტი უნდა იყოს 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო ჯგუფურისა - მაქსიმუმ 5000 ლარი.

 

პროგრამაში მონაწილეობის  დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ანკეტა /აპლიკაცია , რომელიც ხელმისაწვდომია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 9 ნოემბერი ელექტრონულად მისამართზე:

marikaberia@yahoo.com  ან ოფისებში მიტანით.

 

კონსულტაციები გაიმართება ასოციაციის ოფისებში, შეხვედრის საათის დაზუსტება უნდა მოხდეს ადგილობრივ კოორდინატორთან:

22 ოქტომბერი - გორი, სუხიშვილის 63ა, 591 11 60 25 -ღვთისო ლობჟანიძე;

26 ოქტომბერი - ზუგდიდი - ფერდინანდის ქ. 6- 599 01 75 12-მარინა დავითაია;

30 ოქტომბერი - თბილისი -თ. მეფის გამზ. 20 – 15 საათზე - 599 15 13 09 - მარიამ ბერია;

31 ოქტომბერი - წყალტუბო - სასტუმრო „ელექტრომეურნეობა“ – 59873 75 77 - ლეილა აშორდია.

 

 

 

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2019 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"