სიახლეები

დაჯილდოვება გორში

10.09.2018

2018 წ. 10 სექტემბერს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა“-მ პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში ორგანიზაციის გორის ფილიალში მოაწყო ორი ღონისძიება: ერთი მხრივб 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით შიდა ქართლის რეგიონში ასოციაციასთან ერთად მოღვაწე მოხალისეებისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლების დაჯილდოვება მადლობის სიგელებით და მეორე მხრივ, გორსა და ადგილობრივ სოფლებში ორგანიზებული „ლიდერთა აკადემიის“ კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ასოციაციის თავმჯდომარე - იულია ხარაშვილი, სატრენინგო მიმართულების ხელმძღვანელი-მარინა ფოჩხუა, იურისტი ნანა გოგოხია, ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ღვთისო ლობჟანიზე; მოწვეული სტუმრები, ვინც მოხალისეობრივად თავდაუზოგავად შრომობდა 2008 წლის ომის შედეგების შესამსუბუქებლად, პროგრამის მონაწილეები, ადგილობრივი საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება ჩატარდა „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით.


პროგრამა „ლიდერთა აკადემია“ უკვე განხორციელდა საქართველოს 3 რეგიონში (სამეგრელოში, ქვემო ქართლში) და შიდა ქართლში, გორსა და ადგილობრივი სოფლების მოსახლეობისთვის - ქალებისა და ახალგაზრდების (35 წლამდე ასაკის) წარმომადგენლებისთვის. პროგრამა გრძელდებოდა 3 თვის განმავლობაში და მოიცავდა 9 სატრენინგო მოდულს. სერტიფიკატების გაცემა მოხდა ტესტირების შედეგების მიხედვით.

 

 

 

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"