სიახლეები

„რა? სად? როდის?“ სოფელ ზ. ნიქოზში

20.04.2018

პროექტის “ხიდების მშენებლობა ახალგაზრდებს შორის” ფარგლებში,  იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ 20 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში ჩაატარა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“.  თემა გახლდათ „სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და აშშ-ს კულტურა და ტრადიციები“.

 

თამაშში მონაწილეობა მიიღო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ. ნიქოზის, შინდისის, ფხვენისის, ვარიანის, ყელქცეულის და ახალდაბას საჯარო სკოლების მაღალკლასელებმა. ნახევარფინალში გადავიდა 6 გუნდი, ფინალში კი - ახალდაბის, ზემო ნიქოზის და ყელქცეულის საჯარო სკოლების გუნდები. თამაში მასპინძელი სკოლის, ზ. ნიქოზის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მათ დააგროვეს 10 ქულა, ყელქცეულის სკოლის გუნდმა 8 ქულა დააგროვა, ხოლო ახალდაბის სკოლის გუნდმა 7. ყველა გუნდს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი,  ფინალში გასულებს გადაეცათ მედლები და პრიზები.

 

 

 

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"