სიახლეები

ბანაკი 2017  -"პრომეთე"

29.08.2017

წყალტუბო. ასოციაცია "თანხმობა"

 

წყალტუბოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფი "პრომეთე"

 15-20 აგვისტოს  ასოციაცია "თანხმობამ" წყალტუბოს სხვადასხვა სკოლის 12 მოსწავლისაგან

შემდგარი ბანაკი ქობულეთში გააზავნა . ბანაკის მონაწილეების ასაკი 13-16 წელი.

პასუხიმგებელი პირი ვიყავი მე, ლეილა აშორდია. ტრენერები და ლიდერები იყვნენ ლიანა ბარბაქაზე და ლორეტა გაგილაძე.

 

ბანაკის მიზანი: საინიციატივო ჯგუფის მოსწავლეების დატრენინგება

სხვადასხვა თემებზე: მოხალისეობა, აქტიური მოქალაქეობა, ლიდერობა, ძალადობა,

ბულინგი.სკოლებში,მათ მიერ  ჩატარდეს სკოლებში ვორშოპები, თანამოაზრეების

შემოკრება.

 

ბანაკის ამოცანა: დაისახოს საინიციატივო ჯგუფის მოხალისეობრივი სამოქმედო გეგმა.

მიზანი მიღწეულია, ბავშვები დატრენინგდნენ აღნიშნულ თემებზე. მათ მიერვე იქნა 

შემუშავებული სამოქმედო გეგმა:

  1. შეიქმნას სოცქსელში ჯგუფი: მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფი ,,პრომეთე,,

  2. მოზადდეს მაისურები და ქუდები წარწერითა და ორგანიზაციის ლოგოთი (20 ცალი)

  3. ოქტომბრის თვიდან მოხდეს ჯგუფის შეკრება

  4. პარკის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება

  5. ვორგშოპების ჩატარება სკოლებში, მასპინძელი და სტუმარი ბავშვების

  6. მარტოხელა მოხუცის ოჯახში სტუმრობა , ჯგუფში შეკრებილი ნობათითა და საზამთრო ტანსაცმელებით, კარმიდამოს დალლაგება დასუფთავება

  7. ერთი 14 წლამდე ეტლით მოსარგებლე ბავშვის მოძიება და ეტლის გადაცემა(ეტლი უკვე გვაქვს)

  8. მოხუცთა თავშესაფარში, რომელიც ქუთაისში წყალწითელაზე, სტუმრობა ტკბილეულით და ბავსვების მიერ შესრულებული კონცერტით.

 

ეს სამოქმედო გეგმა არის 2017 წლის ბოლომდე, შემდეგი წლის გეგმასჯგუფი წლის ბოლომდე შეიმუშავებს.

ბავშვები კმაყოფილები და ბედნიერები არიან. მადლობას უხდიან მათი მშობლები, ასოციაცია ,,თნხმობის,, რომ მათმა შვილებმა ასეთი ნაყოფიერი და საიტერესო ბანაკში მიიღეს მონაწილეობა.

 

 

 

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"