სიახლეები

პროექტი “დევნილები ინტეგრაციისა და შერიგებისათვის”

31.08.2010

31 აგვისტოს EED (Evangelischer  Entwicklungsdienst – Church Development Service An Association of the Protestant Churches in Germany)-ს პროექტის ფარგლებში – “დევნილები ინტეგრაციისა და შერიგებისათვის” იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობამ”  ჩაატარა მულტიკულტურული დიალოგის და ურთიერთობის კომისიის სხდომა. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს მულტიკულტურული დიალოგის და ურთიერთობის კომისიის წევრებმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან – კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდიდან “სოხუმი” ალა გამახარიამ, მეწარმე ქალთა ფონდიდან – მერი გელაშვილმა, ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაციიდან – ეკა ფოფხაძემ და თამუნა სართანიამ, ასოციაციიდან სამეგრელო-მედეა – მაია ჩემიამ, ფონდიდან CIDA – ზვიად დევდარიანმა,  ფონდიდან “აფხაზინტერკონტი” – ცოტნე იაშვილმა, დევნილთა თემის განვითარების ცენტრიდან – ბესიკ წერედიანმა, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრიდან “აფხაზეთი” – ნუკრი მილორავამ, ექსკომბატანტთა კლუბიდან – დავით დიდბერიძემ, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობიდან”  - იულია ხარაშვილმა, ლიანა ბერიამ, სოფიო ბერიამ, მარინა ფოჩხუამ.

 

შეხვედრა მიეძღვნა არსებულ საჭირბოროტო პრობლემას – დევნილების გამოსახლებას იმ შენობებიდან, რომლებიც მათ თვითნებურად დაიკავეს და რომლებიც კომუნალურ ცენტრებად რეგისტრირებული არაა.

 

აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალებით ამ ხალხის დახმარება უნდა ვცადოთ, აგრეთვე უნდა მოვიფიქროთ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სახელმწიფო სტრატეგიის შესასრულებლად.

 

შეხვედრაზე გამოთქმული წინადადებები შეაჯამა ქ-მა იულია ხარაშვილმა:

 

მუდმივი მუშაობა საერთაშორისო დონორ-ორგანიზაციებთან

შექმნილი სიტუაციის ანალიზი

სამოქმედო გეგმის შესრულების რეკომენდაციების შემუშავება და სათანადო სტრუქტურებში მათი წარდგენა

სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განვითარების მხარდაჭერა

ინფორმაციის მისაღებად სათანადო სტრუქტურებში მიმართვა

დევნილებში ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა

იურიდიული დახმარების გაძლიერება და დამატებითი იურიდიული კონსულტაციების ჩატარება.

სიტუაციაზე სწრაფი რეაგირება

არსებული რესურსების გამოყენება (დონორები, რომლებიც არასამთავრობო სექტორს აფინანსებენ)

მრგვალი მაგიდა შესაბამისი სახელმწიფო, რეგიონალური და არასამთავრობო სექტორების წარმომადგელების მოწვევით

მივმართოთ დონორებს კოალიციის სახელით, რათა სწრაფი რეაგირება მოახდინონ შექმნილ სიტუაციაზე

 

კონფერენციის ჩატარება სახელმწიფო და არამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2019 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"