სიახლეები

ინფორმაცია წყალტუბოს ოფისიდან

10.05.2016

 

 

 

 

„თანხმობის“ წარმომადგენელი წყალტუბოში  ლეილა აშორდია აპრილის თვეში გახდა თვითმმართველობის გენდერული საბჭოს წევრი.  შედგა საბჭოს ორი შეხვედრა, დაისახა  ღონისძიებები, შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც განიხილება შიდა კომისიაში,  განხორციელდება კონკრეტული ატქივობები, რომელშიც დახმარებას გაუწევენ  არასამთავრობო ორგანიზაციები. კერძოდ, აქტივობებში დაგეგმილია  სკოლებში  ბულინგის წინააღმდეგ ღონისძიებების ჩატარება.

 

წყალტუბოს ოფიში რეგულარულად ტარდება იურიდიული კონსულტაციები, დევნილები იურისტს მომართავენ იურიდიულ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე. იურისტი ადამიანებს კონსულტაციებით ეხმარება, ხშირად უშუალო ჩარევითაც. ოთხი თვის მანძილზე ჩატარდა 24 საკონსულტაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 135–მდე ადამინმა, მათ შორის უმეტესობა ქალბატონებმა ( 70% ქალი, და 30% მამაკაცი), დევნილი და არა მხოლოდ დევნილი საზოგადოება. ძირითადად მოთხოვნაა დევნილთა  სამინისტროს სხვადასხვა პროგრამებში გარკვევა, დახმარება განცხადების შედგენასა და მის სწორ დამისამართებაში, დევნილთა უფლებებში გარკვევა.

 

მოსწავლე-ახალგაზრდებთან ერთად ქუჩაში გასვლით ჩატარდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ  აქცია,  დარიგდა საინფორმაციო ფურცლები - აფთიაქებში, მაღაზიებში, სილამაზის სალონებში, აგრარულ ბაზარში. დატრენინგებული ახალგაზრდები საუბრობდნენ ხალხთან, მაგ. უხსნიდნენ ადამიანებს, რომ ძალადობა დასჯადია, რომ საინფორმაციო ფურცლებში მოთვსებული ინფორმაცია მათ  გამოადგებათ.

10 მაისს წყალტუბოში,  ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს  იმ დევნილებთან  (დაახლებით 20-მდე), რომლებთან წინა თვეში ჩატარდა გამოკითხვა-ანკეტირება.  შეხვერდას ესწრებოდა დანიის ლტოლვილთა საბჭოს ხელმძღვანელები და დევნილთა სამინისტროსთან არსებული დასაქმების  სამსახურის წარმომადგენლები. ისაუბრეს დევნილთა გადამზადების და მცირე გრანტებში ჩართვის საკითხებზე, დაარიგეს ბუკლეტები და დაიგეგმა მომავალი შეხვედრა სოციალური სამსახურების და უფლება დამცველთა მონაწილეობით.

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2019 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"