სიახლეები

შეხვედრა ნიქოზში

27.02.2016

 

27 თებერვალს ნიქოზის აქტივისტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის კრების თაობაზე, რომელიც 2 მარტს უნდა გაიმართოს. სამწუხაროდ, როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, მოსახლეობა ნაკლებადაა დაინტერესებული აღიშნული საკითხით და პესიმისტურადაა განწყობილი. ამაში სოფლის რწმუნებულსაც ადანაშაულებენ, რომელიც ინფორმაციას დროულად არ აწვდის .

შეხვედრაზე განხილულ იქნა მიწის რეგისტრირების საკითხი, თუმცა აღსანიშნავია, რომ მასოხლეობის ნაწილს საერთოდ არ სურს გაიფორმოს მიწა , ვერ ხედავენ ამის საჭიროებას, რადგან მიწას მაინც არ ამუშავებენ. ასევე აღნიშნეს, რომ მიწა თუ დარეგისტრირდება, გადასახადის გადახდა მოუწევთ, რაც ზედმეტი ტვირთია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიწა არ მუშავდება. მოსახლეობას არა აქვს ერთიანი ჩამოყალიბებული მოსაზრება უნდათ თუ არა საერთოდ გაწიონ ხარჯი და დაირეგისტრირონ მიწა. რაც შეეხება ვაუჩერებს, რომელსაც იღებენ სახნავად , უმრავლესობა ვაუჩერებს ყიდის .

მესამე საკითხად განხილულ იქნა ნიქოზისთვის მაღალმთიანი სტატუსის ჩამორთმევა. როგორც გაირკვა, მოსახლეობის აზრი ორად იყოფა, ზოგს უნდა სტატუსის მოპოვება, ზოგს კი არა. ეს უკანასკნელნი აღნიშნავენ , რომ ისინი არ მუშაობენ, არა აქვთ ბიზნესი, არ არიან სოციალურად დაუცველნი და ვერ ხვდებიან, რაში სჭირდებათ მაღალმთიანი სოფლის სტატუსი. მათ ავუხსენით, რომ მაღალმთიანი სოფლის სტატუსის შემთხვევაშიკომუნალურ გადასახადებზე შეღავათებით ისარგებლებდნენ , თუმცა ეს დიდ შეღავათად არ მიიჩნიეს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ არ ყოფილა შეხვედრები რწმუნებულთან, რომელსაც უნდა მიეწოდებინა ამომწურავი ინფორმაცია მთის კანონთან დაკავშირებით.

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"