სიახლეები

დევნილს შეუწყვიტეს დევნილის სტატუსი

19.10.2015

 

2015 წელს მაისში, დევნილს, ქეთევან კაზილაშვილს, (ცხოვრობს მეტეხის დევნილთა დასახლებაში) შეუწყვიტეს დევნილის სტატუსი იმ საბაბით, რომ თურმე კაზილაშვილი მუდმივად არ ცხოვრობდა ს. ქურთაში (რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს). კაზილაშვილმა დახმარებისთვის  ასოციაცია „თნხმობას“ მიმართა. კაზილაშვილი მუდმივად იღებდა იურიდიულ დახმარებას. ასოციაციის იურისტი დაეხმარა კაზილაშვილს როგორც საჭირო  დოკუმენტების შეგროვაბაში, ასევე სარჩელის შეტანაში, ასოციაციამ აუნაზღაურა  ტრანსპორტირების ყველა ხარჯი. შედეგად - სასამართლოს გადაწყვეტილებით კაზილაშვილს აღუდგინეს დევნილის სტატუსი და გადაუხადეს დაკავებული  დევნილთა დახმარების თანხები.

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"