სიახლეები

„ქალთა ოთახის“ გახსნა კაზრეთში

16.07.2015

2015 წლის  16 ივლისს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ პარტნიორი ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების“ მიერ მოწვეული იყო დაბა კაზრეთში, სადაც „ქალთა ოთახი“ გაიხსნა. „ქალთა საბჭოს“ საინიციატივო ჯგუფის და ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივები“-ს მუშაობის შესახებ ამ ორგანიზაციების თავმჯდომარემ მადონა ყაფლანიშვილმა ისაუბრა. საინიციატივო ჯგუფ "ბალიჭი-კაზრეთის „ქალთა საბჭოს" საოფისე ოთახი გადაეცა ბოლნისის მუნიციპალიტეტისაგან. ქალბატონი მადონა ყაფლანიშვილი უძღვებოდა ASB-სა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაარსებულ სოციალურ საწარმოს "ქალთა ინიციატივები", რომელიც 20 მარტოხელა მოხუც ბენეფიციარს უზრუნველყოფდა შინმოვლის სერვისით. 

 

 

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივებ“-ს საჩუქრად კომპიუტერი გადასცა.

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2019 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"