სიახლეები

სოციალური მეწარმეობა დღეს და ხვალ მრგალი მაგიდა

18.06.2015

„სოციალური მეწარმეობა დღეს და ხვალ“

 

მრგვალი მაგიდა ჩატარდა ზუგდიდში 18 ივნისს.

 

შეხვედრას ესწრებოდა 30 ადამიანი: ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები, სოციალური მომსახურების სააგენტო, სოციალური საწარმოების ხელმძღვანელები.

 

პროექტის კოორდინატორმა მაია ჩემიამ  დამსწრე საზოგადოოებას  გააცნო პროექტი „სოციალური საწარმოები: დევნილი და მასპინძელი თემების ერთობლივი ეკონომიკური აქტივობა დასავლეთ საქართველოს, კერძოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მათი სამშვიდობო კონსოლიდაციის მიზნით“. პროექტის ამ ეტამზე მნიშვნელოვანია სამშვიდობო კომპონენტი, ნდობის აღდგენა ენგურ გაღმა და გამოღმა მცხოვრები ადამიანებისათვის. მნიშვნელოვანია  სოციალური სერვისების მიწოდება. ხუთივე საწარმოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მათ გააჩნიათ მატერიალური,  ტექნიკური და ადამიანური რესურსები იმისათვის რომ საწარმოებმა იფუნქციონირონ, მაგრამ სამწუხაროდ, დღეისდღეობით ვერც ერთი მათგანი სრულად ვერ მუშაობს. ოთხი საწარმო მოხალისეობრივად  ცდილობს შეასრულოს გარკვეული სამუშაოები, რაც საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანი პრობლემა არის ბენეფიციარების დაბალი სოციალური ფონი, ისინი გადახდისუუნარონი არიან; დაფინანსების მოზიდვა საწარმოებმა ვერ მოახერხეს.

 

მომვლელთა პროგრამის სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ ოჯახებს, რომლებსაც მძიმე სოციალური პირობები და გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ.

მომვლელთა კომისიამ ბენეფიციარების მდგომარეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში: ანაკლია, განმუხური, ორსანტიაი, კახათი, ახალკახათი, დარჩელი, რუხი, ნარაზენი - შეისწავლა.

 

კომისია გამგეობაში შემოსულ ყველა განცხადებებზე ახდენს რეაგირებას და ბენეფიციარებს შეახსენებს რომ მომვლელის პროგრამით სარგებლობა მხოლოდ იმ ბენეფიციარებს შეუძლიათ, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეზღუდული აქვთ.

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"