სიახლეები

ნეკროლოგი

23.04.2015

2015 წლის 23 აპრილს ქალთა ასოციაცია „თანხმობას“ გამოაკლდა ღირსეული ქალბატონი, ლიანა ბერია. იგი გახლდათ ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მრავალი წლის განმავლობაში იყო თავმჯდომარის მოადგილე პროგრამების დარგში, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, დევნილების უფლებების დამცველი და უამრავი ახალგაზრდის აღმზრდელი და დამრიგებელი.

 

ქალბატონი ლიანა ბერია, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სოხუმში მუშაობდა ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტში სწავლული მდივნის თანამდებობაზე. ტრაგიკული მოვლენების შედეგად, ქალბატონი ლიანა, სხვა დევნილებთან ერთად, სვანეთის საშინელი გზით ჩამოვიდა თბილისში. დევნილობის პერიოდში, ქალბატონი ლიანა მოღვაწეობდა სოხუმის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე, მოხალისეობრივად ეხმარებოდა მეცნიერებათა აკადემიის სამდივნოს, რათა ყველა დევნილი-მეცნიერისთვის გამოენახა სამუშაო ადგილი. 1996 წლიდან ქ-ნი ლიანა შეუერთდა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობას“, სადაც მოღვაწეობდა ბოლო მომენტამდე.

 

ქალბატონ ლიანას კარგად იცნობენ და პატივს სცემენ დევნილები სამეგრელოსა და შიდა ქართლში, იმერეთში, ქვემო ქართლში... მან ყველგან ნათელი კვალი დატოვა. ქ-ნი ლიანა წლების განმავლობაში ფასილიტაციას უწევდა კრინგო’ს ქსელს - მისი დამსახურებით დაიწყო არასამთავრობო დონეზე კონსულტაციები დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ. აქტიურად იყო ჩაბმული სამშვიდობო ბანაკების ორგანიზებაში, და ბევრ აფხაზ და ოს ახალგაზრდას ახსოვს ლიანას თბილი დამოკიდებულება.

 

2006 წელს ქალბატონი ლიანა დაჯილდოვდა აფხასეთის მთავრობის საპატიო სიგელით.

 

 

ქ-ნი ლიანა ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში. ღმერთმა გაანათლოს მისი სული.

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"