სიახლეები

იურიდიული კონსულტაცია სოფელ კოშკში

23.01.2015

23 იანვარს  Brot fur die Welt  პროექტის  „ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება კონფლიქტით დაზარალებული თემებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა იურიდიული კონსულტაცია სოფელ კოშკში. შეხვედრას ესწრებოდა 14 ადამიანი. მათ შორის იყვნენ როგორც ახალგაზრდები, ასევე პენსიონერი ქალბატონები.  მოსახლეობას ყველაზე მეტად აინტერესებდათ მიწის რეგისტრაციის საკითხი. თუმცა როგორც აღმოჩნდა აღნიშნულ სოფელში პრობლემას არა მხოლოდ დაურეგისტრირებელი მიწები წარმოადგენს არამედ დარეგისტრირებულიც   მიწის გადასახადის გამო. ასევე აქტუალური იყო მემკვიდრეობის, მარტოხელა მოხუცის მოვლა-პატრონობის  და როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება სოციალურად დაუცველის სტატუსის შეწყვეტის ან მინიჭების საკითხი.

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2019 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"