სიახლეები

განცხადება!

31.05.2011

 

უახლოეს დღეებში მოსალოდნელია დაიწყოს დევნილების განსახლება ოფიციალურად დარეგისტრირებული კომპაქტური ცენტრებიდან “სასტუმრო აფხაზეთი” და “ბალნეოლოგიური ინსტიტუტი”, რომლებსაც კერძო მესაკუთრეები ჰყავთ.

ასოციაცია “თანხმობამ” კომპაქტურ ცენტრ “აფხაზეთში” ჩაატარა მონიტორინგი, ესაუბრა იქაურ მცხოვრებლებს. ასოციაცია მიმართავს საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რათა იკისროს მედიატორის როლი ამ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებსა და კერძო ინვესტორებს შორის. დევნილთა უფლებების დასაცავად გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, კერძოდ:

  • დევნილების განსახლებამდე კოლექტიური ცენტრებიდან, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმება მესაკუთრესთან/ინვესტორთან, სადაც ნათლად იქნება აღნიშნული ყველა მხარის ვალდებულება, მათ შორის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მესაკუთრემ უნდა დაფაროს დევნილთა ხარჯები სხვა ფართის ქირავნობისთვის. დევნილებისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართები და სტანდარტები დაცული უნდა იყოს და ეყრდნობოდეს “განსახლების სახელმძღვანელო პრინციპებს”.

  • ვთავაზობთ შეიქმნას შერეული სამუშაო ჯგუფები სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით, რომლებიც განახორციელებენ მონიტორინგს მხარეთა ვალდებულებების შესრულებაზე, მანამ სანამ არ დასრულდება შეთავაზებული შენობების რეკონსტრუქცია.

  • განსახლებული დევნილების ინტეგრაციისთვის ახალ საცხოვრებელ ადგილასაუცილებელია განხორციელდეს პროექტები საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად; სამინისტროს შეუძლია მიიზიდოს დონორთა თანხები მსგავსი პროექტების განსახორციელებლად.

  • არსებობს საფრთხე, რომ ქ. რუსთავში შეთავაზებული შენობები მდებარეობს სიცოცხლისათვის საშიშ ზონაში (ცემენტის ქარხანასთან). საჭიროდ ვთვლით, რომ ჩატარდეს შენობების მიმდებარე გარემოს ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საბოლოოდ შეირჩეს შენობები დევნილთა მდგრადი განსახლებისთვის.

 

 

ასოციაცია “თანხმობა”, პრობლემების გადაჭრისათვის, მზად არის ითანამშრომლოს საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან.

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2019 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"