სიახლეები

15 – 17 იანვარს მცხეთაში ჩატარდა ტრენინგი

17.01.2011

15 – 17 იანვარს მცხეთაში ჩატარდა ტრენინგი დევნილი და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქალბატონების მონაწილეობით ინგირის, წყალტუბოს, ზემო ნიქოზის და გარდაბნის თემებიდან რეგიონალური პროექტის „ქალთა  შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისათვის“  ფარგლებში, რომელიც ხორციელდება  ჩარე ინტერნატიონალ მიერ ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით. ტრენინგის თემა იყო „ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები“, რომლის მიზანია მონიტორინგისა და შეფასების უნარ - ჩვევების გამომუშავება მოთხრობაზე დაყრდნობით. ეს მეთოდი იძლევა შესაძლებლობას განისაზღვროს პროექტის შედეგად მომხდარი ცვლილებები. ის  ეფუძნება მოთხრობებს, რომლებიც პროექტის ბენეფიციარების მიერ დანახულ ცვლილებებს ასახავს და რომლებიც   პროექტის  ღონისძიებების შედეგად განხორციელდა. ტრენინგზე  მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა  გაცნობოდნენ ერთმანეთის გამოცდილებას. 

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"