სიახლეები

„დევნილთა განსახლების გრძელვადიანი გეგმა”

18.12.2010

18 დეკემბერს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა” -მ ჩაატარა მრგვალი მაგიდა თემაზე „დევნილთა განსახლების გრძელვადიანი გეგმა”. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა სამთავრობო სტრუქტურებიდან ვალერი კოპალეიშვილი და ბესიკ წერედიანი. შეხვედრა გახსნა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობის” თავმჯდომარემ იულია ხარაშვილმა. შემდეგ სიტყვით გამოვიდა ექსპერტი ვალერი კოპალეიშვილი: როგორც ცნობილია, საქართველოში მიღებულია სახელმწიფო სტრატეგია დევნილთა მიმართებაში. სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე შედგენილია მოქმედებათა გეგმა. I ფაზა ითვალისწინებს კომუნალური ცენტრების რეაბილიტაციას და პრივატიზაციას.  2010 წელს დევნილებისთვის ძალიან ბევრი გაკეთდა. მოხდა დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. დაწყებულია და მიმდინარეობს მშენებლობა რეგიონებში. სოფლებში და რაიონულ ცენტრებში მიმდინარეობს ბინების შესყიდვა. მაქსიმალურად ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ დევნილები საცხოვრებელი ფართით.

 

 

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა – ქსელის “სინერგია” მონაწილენი.

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2019 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"