სიახლეები

პროექტი “დევნილები ინტეგრაციისა და შერიგებისათვის”

15.09.2010

15 სექტემბერს  EED (Evangelischer  Entwicklungsdienst – Church Development Service An Association of the Protestant Churches in Germany)-ს პროექტის “დევნილები ინტეგრაციისა და შერიგებისათვის” ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში ვალტერ კელინთან.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს:  გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ვალტერ კელინმა, ლტოლვილთა და განსახლების გაეროს უმაღლეს კომისარიატის ოფისის ხელმძღვანელმა პიტერ ნიკოლაუსმა ასოციაცია “თანხმობის” წევრებმა, მულტიკულტურული დიალოგის კომისიის წევრებმა – მარი გელაშვილმა (მეწარმე ქალთა ფონდი, ქუთაისი), ნატრული ნაჭყებიამ (ფონდი “სოხუმი”), მაია ჩემიამ (“მედეა-სამეგრელო”, ზუგდიდი), დავით დიდბერიძემ (ექს-კომბატანტთა კლუბი), ბესიკ წერედიანმა (დევნილთა თემის განვითარების ცენტრი).

 

 

შეხვედრაზე ილაპარაკეს დევნილი მოსახლეობის პრობლემებზე, სახელმწიფო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე.  შეხვედრაზე გამოთქმული წინადადებები შეაჯამა ქ-მა იულია ხარაშვილმა.

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"