სიახლეები

პროექტი “Peace and Gender Education for Youth in Southern Caucasus“

28.02.2010

 

ასოციაცია “თანხმობა” აგრძელებს პროექტს “Peace and Gender Education for Youth in Southern Caucasus“. ფინანსური მხარდაჭერა Hilfswerk Austria da Austrian Development Agency.  28 თებერვალს ჩატარდა ტრენინგი ტრენერებისთვის, რომელშიც მონაწიოლეობა მიიღო 15 ახალგაზრდამ. ტრენინგი მთლიანად არჩევნებს ეხებოდა. საქართველოს დედაქალაქში და რეგიონებში არსებობს ინფორმაციის დეფიციტი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის, მისი შემადგენელი ელემენტების, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისა და ამომრჩევლის უფლება-მოვალეობების შესახებ. განსაკუთრებული სიმწვავით ეს პრობლემა დგას ახალგაზრდებში, რომლებიც როგორც წესი პასიურნი არიან. 30 მაისს საქართველოში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები და აღნიშნული პრობლემა ხდება განსაკუთრებით აქტუალური.  მონაწილეების ამოცანაა ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა საარჩევნო საკითხებში შესაბამისი მასალების გამოყენებით. ახალგაზრდების გააქტიურება და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობა.

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"